საინტერესოა, რომ კიეველებმა ოდესურ კლუბში იჯარით 12 ფეხბურთელი გაუშვეს და "ჩერნომორეცის" მთავარ მწვრთნელად კი კიეველთა 21-წლამდელთა დამრიგებელი იური მოროზი დაინიშნა.
შეგახსენებთ, წიტაიშვილი, რომელიც უკრაინის ნაკრებთან ერთად ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია, საქართველოს ნაკრებში პირველი შეხვედრის მოლოდინშია. გიორგი გასულ სეზონში იჯარით "ვორსკლაში" იყო, მძიმე ტრავმის გამო კი საკმაოდ ბევრი გაუცდა.
ელიტაში ახლად აღზევებული "ჩერნომორეცი" 2021-22 წლების სეზონის პირველ მატჩს 25 ივლისს, "დესნასთან" გამართავს.
მომზადებულია isport-ის მიხედვით
წიტაიშვილი გაურკვევლობაში - ოდესაში ბუნტია
"წიტაიშვილი ბურთს ორჯერ დაკარგავს, მაგრამ მესამე შემთხვევაში გაიტანს" - თანაგუნდელი გიორგიზე