თავისუფალ აგენტად მყოფი საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, დიდი ალბათობით, კარიერას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გააგრძელებს, - ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა ივან კარპმა განაცხადა.
"ჩვენ არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვართ. თუმცა, ამავე დროს, სხვა წინადადებებსაც განვიხილავთ, რომლებსაც ვიღებთ", - ციტირებს კარპს Metaratings.ru.
ადრე კვირკველიამ განაცხადა, რომ ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბში გადავიდოდა და იმის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პანათინაიკოსში" გადასვლა არ ისურვა.
თქვენ რა გგოპნიათ, ესენი (ანანიძე მათ შორის), მართლა მოწოდებით ფეხბურთელები არიან?
სადაც ბევრ გადაუხდიან იქ წავლენ. დონე სულ არ ანაღვლებთ. აგრ, ანანიძეს არ უხდიდა ანორთოსისი მილიონებს და არც გაჩერდა. არადა შეეძლო ეთამაშა.
მჭედლიძე ნახეთ. კაცი საერთო მოეშვა ყველაფერს. საქართველს ჩემპიონატში არ სურს. არ კადრულობს.