"ვალენსიაში" პირველი მატჩი ჩაატარა 20 წლის ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა და თავიც გამოიჩინა.
"ღამურებმა" ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 დაამარცხა საბერძნეთის "ატრომიტოსი". პირველი ტაიმში მათ კარს კრისტიან რივერო იცავდა და 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმში მწვრთნელმა 8 ფეხბურთელს და მათ შორის, მამარდაშვილს მისცა შანსი და მან საერთო მოწონება დაიმსახურა.
მამარდაშვილმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და კლუბის საიტი ძალიან აქებს: "პირველ გუნდში აგრეთვე ითამაშა "ვალენსიაში" ამ ზაფხულს გადმოსულმა გიორგი მამარდაშვილმა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა ორჯერ გაშალა ფრთები და დიდებული ოსტატობა გვიჩვენა".
-ობიექტურადაც სტაბილურად შრომისმოყვარე ჩანს.
წარმატებები. საუკეთესო მეკარე იქნება საქართველოს ისტორიაში.