დავითაშვილი - "არსენალი" სწორი გადაწყვეტილებაა; სამწუხაროა, რომ გრიგალავა წავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ახალი კლუბის, ტულის "არსენალის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა:

"არსენალი" ძალიან კარგი გუნდია. როცა მისი თამაშები ვნახე, მომეწონა. მიმაჩნია, რომ ჩემი აქ ტრანსფერი სწორი გადაწყვეტილებაა. ახლა მთავარია, სათამაშო პრაქტიკა მქონდეს. სამწუხაროა, რომ გია გრიგალავამ კლუბი დატოვა.

როცა ტულაში ვთამაშობდით, გულშემატკივართა ატმოსფერო კარგად მახსოვს. აქაურებს ფეხბურთი ძალიან უყვართ."

20 წლის დავითაშვილისთვის "არსენალი" მეხუთე კლუბია. ზურიკოს საქართველოს ნაკრებში 7 შეხვედრა აქვს გამართული, თბილისის "დინამოში", "ლოკომოტივში", ყაზანის "რუბინსა" და "როტორში" კი სულ 5 გოლის ავტორია.

რაც შეეხება ტულის "არსენალს" -
მათ გასული სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულეს. პრემიერლიგის ბოლო ტურში დავითაშვილის ყოფილი კლუბი "როტორი" გავარდა და ახლანდელი, "არსენალი" გადარჩა. გასულ სეზონში გია გრიგალავამ ამ გუნდის მაისურით 18 მატჩი გამართა.

"არსენალი" რუსეთის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონის პირველ მატჩს 24 ივლისს მოსკოვში, "ლოკომოტივთან" გამართავს.

altოფიციალურად: დავითაშვილი ტულის "არსენალის" ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული