თავდაპირველად, სტატიაში წერენ, რომ ახალგაზრდული ასაკის (20 წელი) მიუხედავად, მამარდაშვილს საქართველოს ჩემპპიონატში 57 მატჩი აქვს გამართული, 2018 წელს კი მისი მთავარი მწვრთნელი სწორედ ჩისკო იყო.
ესპანელი სპეციალისტი ამბობს:
"ის ძალიან კარგი მეკარეა. დრო უნდა მიეცეს და მაღალ დონეზე თამაშს შეძლებს. მამარდაშვილს სერიოზული პოტენციალი აქვს და ის "ვალენსიასთვის" კარგი შენაძენია. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი
marca აღნიშნავს, რომ ქართველ მეკარეს საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია - ევროპა ლიგის ეგიდით რუმინულ "კრაიოვასა" და მოსკოვის "დინამოსთან" მშვენიერი შეხვედრები ჩაატარა და მისი პროგრესი არც საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას გამორჩენია. თუმცა მამარდაშვილს ეროვნულში ჯერ დებიუტი არ ჰქონია."