Superdeporte წერს:
"ძირითადი მეკარეების არყოფნის გამო მამარდაშვილს მეორე ტაიმში თამაშის საშუალება მიეცა. ორი ბრწყინვალე "სეივის" გარდა, როდესაც ქართველი ძალიან მაგრად "გაიჭიმა", ერთხელ მეტოქეებს სივრცე შეუზღუდა და ამით საკუთარ გუნდს ხიფათი აარიდა.
ქართველმა მეკარემ მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, როცა ბურთი კარგად ვერ გააჩერა, რასაც "ვალენსიას" კართან კუთხური მოჰყვა.
მამარდაშვილმა ის თვისებები გამოავლინა, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, უეფას 50 აღმოჩენას შორის მოხვდეს."
მამარდაშვილმა ფრთები გაშალა და "ვალენსია" ორჯერ გადაარჩინა [VIDEO]