კიდევ ერთი ქართველი ლა ლიგაში - ჯინჯოლავამ "კადისთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
როგორც დაანონსებული იყო "საბურთალოს" 21 წლის მცველი გიორგი ჯინჯოლავა კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

"საბურთალო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ ჯინჯოლავამ ლა ლიგის "კადისთან" ერთსეზონიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდეგაც ანდალუსიურ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. გიორგი თავიდან დუბლებში იასპარეზებს, სადაც თავის წარმოჩენისა და პირველ გუნდში დაწინაურების შანსი მიეცემა.

პრიმერაში აგრეთვე "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, რომელიც "ლევანტეს" ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, ახლახან "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის წარმატებული დებიუტი შედგა, ხოლო გიორგი გაგუამ "ალავესში" პირველი გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
აი თურმე შესაძლებელია რუსეთის გარეშეც აზალგაზრდა ფეხბურთელი პირდაპირ ევროპაში წავიდეს, ვინ აგვარებს ამს საქმეებს? ესპანელი ჯუღელი გამოაჩინეთ
Emre
25 ივლისი 2021 19:39
0
კვარაცხელია ასტანაში სინჯებზე მიდის
გენა
24 ივლისი 2021 17:37
12
კვარაცხელიას გარდა ყველა რიხინ რიხინით გადადიან ესპანეთში.
ლევანი
24 ივლისი 2021 16:48
3
ძალიან სასიხარულოა, წარმატებები გიორგის!
გიზოგ
24 ივლისი 2021 14:44
0
ვიპყრობთ ლა ლიგას.დდდ
hhh
24 ივლისი 2021 10:48
0
წარმატებები გიორგის !!!
დინამოელი
24 ივლისი 2021 10:29
1
ვა 4 კაცი ლა ლიგის ორგანიზაციებში უკვე თემააა, 2-მა მაინც რო დაიმკვირდოს ძირითად გუნდში ადგილი, რა მაგარი იქნება... აბა თქვენ იცით
რა მაფიაა?
24 ივლისი 2021 09:43
1
კარგად ჟღერს ))) ისე ალბათ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან რომ ტარდება 2023ში და ავტომატურად გასულები რომ ვართ მაგიტომაც დაიწყეს ქართველი ახალგაზრდების აყვანა, შეიძლება კაპიკებად ვინმე კარგ ფეხბურთელს გამოკრან საბოლოოდ ხელი
nk
24 ივლისი 2021 02:54
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული