„რუბინს“ „სპარტაკი“ საკუთარ მოედანზე უკანასკნელ 7 შეხვედრაში არ ჰყავდა დამარცხებული და ნავსი გატეხა.
"პარიმატჩ პრემიერის" თასზე 0:4 განადგურების შემდეგ „რუბინს“ რევანშის აღება და სეზონის წარმატებულად დაწყება სურდა, მისმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კი განაცხადა, რომ ბოლო ამხანაგურ შეხვედრებში წაგებები საგანგაშო გახლდათ. 45 105-იან "კაზან არენაზე" სტადიონის ტევადობის მხოლოდ 30%-ს დართეს თამაშზე დასწრების უფლება და ორი დღით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა.
მატჩის დაწყების წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას „მილანში“ გადასვლა გადაწყვეტილია.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. მივყვეთ თანმიმდევრობით:
ყაზანური გუნდი უპირატესობას დაეუფლა, მარცხენა მცველი სამოშნიკოვი ჩაერთო შეტევაში, 20 მეტრიდან დაარტყა და ჟიგოსგან რიკოშეტით ბურთი მოსკოველთა კარში აღმოჩნდა. შემდეგ სამოშნიკოვს დუბლის შესრულება მეკარე მაქსიმენკომ არ დაანება. დესპოტოვიჩს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. ჟიგოს შეცდომით შეეძლო ხვიჩას ესარგებლა, მაგრამ მიზანს ვერ უწია, ხოლო მერე მსაჯთან კამათისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
„სპარტაკს“ ორი საპასუხო იერიშისას შეეძლო ანგარიშის გათანაბრება - ჯერ ბაკაევის დარტყმული დიუპინმა მოიგერია, შემდეგ კი სობოლევი არაზუსტად გაისარჯა.
83-ე წუთზე კვარაცხელია მაკაროვმა შეცვალა. "სპარტაკში" შეცვლაზე შესულმა მელქაძემ ორი შანსი ვერ გამოიყენა და "რუბინმა" გაიმარჯვა.
30 ივლისს, მეორე ტურში, „რუბინი“ ტულაში „არსენალს“ შეხვდება. შეგახსენებთ, ამ გუნდში ახლახან ყაზანური კლუბიდან ზურიკო დავითაშვილი გადავიდა.