ხვიჩას პრიზი და ნანატრი რევანში "სპარტაკთან"

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში "რუბინმა" სახლში "სპარტაკს" 1:0 სძლია.

„რუბინს“ „სპარტაკი“ საკუთარ მოედანზე უკანასკნელ 7 შეხვედრაში არ ჰყავდა დამარცხებული და ნავსი გატეხა.

"პარიმატჩ პრემიერის" თასზე 0:4 განადგურების შემდეგ „რუბინს“ რევანშის აღება და სეზონის წარმატებულად დაწყება სურდა, მისმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კი განაცხადა, რომ ბოლო ამხანაგურ შეხვედრებში წაგებები საგანგაშო გახლდათ. 45 105-იან "კაზან არენაზე" სტადიონის ტევადობის მხოლოდ 30%-ს დართეს თამაშზე დასწრების უფლება და ორი დღით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა.

მატჩის დაწყების წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას „მილანში“ გადასვლა გადაწყვეტილია.
მას საზეიმოდ გადასცეს გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი, რომელიც ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ხვიჩა სასტარტოში იყო, პირველი ტაიმი კი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, უფრო სახიფათოდ სტუმრები უტევდნენ, გოლიც გაიტანეს, მაგრამ წესების დარღვევის გამო არ ჩაუთვალეს.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. მივყვეთ თანმიმდევრობით:

ყაზანური გუნდი უპირატესობას დაეუფლა, მარცხენა მცველი სამოშნიკოვი ჩაერთო შეტევაში, 20 მეტრიდან დაარტყა და ჟიგოსგან რიკოშეტით ბურთი მოსკოველთა კარში აღმოჩნდა. შემდეგ სამოშნიკოვს დუბლის შესრულება მეკარე მაქსიმენკომ არ დაანება. დესპოტოვიჩს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. ჟიგოს შეცდომით შეეძლო ხვიჩას ესარგებლა, მაგრამ მიზანს ვერ უწია, ხოლო მერე მსაჯთან კამათისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

„სპარტაკს“ ორი საპასუხო იერიშისას შეეძლო ანგარიშის გათანაბრება - ჯერ ბაკაევის დარტყმული დიუპინმა მოიგერია, შემდეგ კი სობოლევი არაზუსტად გაისარჯა.

83-ე წუთზე კვარაცხელია მაკაროვმა შეცვალა. "სპარტაკში" შეცვლაზე შესულმა მელქაძემ ორი შანსი ვერ გამოიყენა და "რუბინმა" გაიმარჯვა.

30 ივლისს, მეორე ტურში, „რუბინი“ ტულაში „არსენალს“ შეხვდება. შეგახსენებთ, ამ გუნდში ახლახან ყაზანური კლუბიდან ზურიკო დავითაშვილი გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მომეჩვენა თუ ზედმეტად არ დარბის ხვიჩა, ფორმაში კი ნამდვილად არ არის ძალიან სამწუხაროდ. წარმატებები........
???????????????
01:15 25-07-2021
2
მელქაძემ ორჯერ ააცილა ბურთს ფეხი, თუმცა რუბინმა გაიმარჯვა. ჰმ, ჟურნალისტო, არ აუცილებია, შესაშინებლად მოუქნია, შეაშინა და გაუმართლათ კიდეც, ხო მოიგეს? ყოჩაღ მელქაძეს.! ნამდვილი ავაზაა, ავაზა!
კ ო მ ბ ლ ე
00:09 25-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული