sempremilan: ხვიჩა "მილანში" მისტიფიკაციაა - მისით "ტოტენჰემია" დაინტერესებული

AutoSharing Option
sempremilan-ი Sky Italia-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "მილანი" "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებულია, თუმცა მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, ხოლო ჟურნალისტმა კარლო პელაგატიმ ამას მისტიფიკაცია უწოდა, ვინაიდან მარცხენა ფლანგზე სტეფანო პიოლის განკარგულებაში რამდენიმე ფეხბურთელია და ამას გარდა, ხვიჩა არაა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რაც თავისთავად პრობლემაა.

მთავარი პრობლემა კი ტრანსფერში ყაზანური კლუბის მიერ მოთხოვნილი 18 მილიონი ევროა.

გამოცემის ცნობით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ 20 წლის მოთამაშით "ტოტენჰემიც" დაინტერესდა. ამ ინფორმაციას milannews-ი და ბრიტანული teamtalk-იც ადასტურებენ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
როგორც ჩანს ქართველებს მიდრეკილება გვაქვს პიროვნების კულტისადმი, ეს როგორც პოლიტ.ფიგურებზე, ასევე სამწუხაროდ სპორცმენებზეც გადაგვივიდა,ეს უკვე რაღაც პათოლიგიაა? ამას დაძლევა ჭირდება,იქნებ ვინმე სხვაზე გადავერთოთ დროებით, ავირჩიოთ ვინმე ახალგ.ფეხბურთელი და ვინმემ დაწეროს რომ, "გილოცავთ! 100% ვიცი... და წავა, დროსაც მოვკლავთ და ამ ბიჭსაც მივცემთ შვებას.
რატი
10:47 27-07-2021
0
დაიწერა იტალიურ პრესაში და არ დაწერონ?
ვახო
23:00 26-07-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული