ქეცბაიამ ქართველების გარეშე გაიმარჯვა და მეტოქეც გაარკვია

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" ამხანაგურ შეხვედრაში "პაეკი" 4:1 დაამარცხა. არცერთ ქართველ ფეხბურთელს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

"ანორთოსისი" მარცხდებოდა, მაგრამ ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა, მეორე ნახევარში კი სამი უპასუხო გოლი გაიტანა. "ლამიადან" ახალგადაბარგებულმა სერბმა ფორვარდმა მილოშ დელეტიჩმა დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, ქეცბაიას გუნდის კარს გიორგი ლორია იცავს, მომავალ სეზონში კი ფორვარდმა ნიკა კაჭარავამაც "ანორთოსისის" მაისურით უნდა იასპარეზოს.

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფამაგუსტელთა მეტოქე გაირკვა და ის პრაღის "სპარტასთან" დამარცხებული ვენის "რაპიდი" იქნება. პირველი მატჩი ავსტრიაში, 5 აგვისტოს გაიმართება, განმეორებითი კი ერთი კვირის
შემდეგ - კვიპროსში.

altქეცბაია მომავალი მეტოქის შესასწავლად ავსტრიაში ჩავიდა

altქეცბაიას "ანორთოსისი" სუპერთასზე პენალტების სერიაში დამარცხდა

altგულშემატკივართა სურვილი ახდა - "ანორთოსისის" სავარაუდო მეტოქე ცნობილია


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული