"ვაქცინა კარგი რომ იყოს, უფასო არ იქნებოდა" - გია გრიგალავა

AutoSharing Option
Sports.ru ტულის "არსენალის" ყოფილ მცველ გია გრიგალავას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ესაუბრა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში რუსეთის პრემიერლიგის გუნდები ვაქცინაციას დაიწყებენ და ჟურნალისტმაც გრიგალავას შეკითხვა ამის შესახებ დაუსვა, თუ რას ფიქრობდა ამის შესახებ.

"მე აცრილი არ ვარ და ვაქცინის გაკეთებას არც ვაპირებ. ჩემი აზრით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ძალა არავის არ უნდა დაატანო.

რატომ არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას? - ცოტა ხნის წინ მსუბუქი დაავადება გადავიტანე და ამის შემდეგ ანტისხეულები გამომიმუშავდა.

როგორც ვიცი, ყოფილა რიგი შემთხვევები, როდესაც ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანის ჯანმრთელობა
გაუარესებულა.

მე ხომ არ ვიცი, რა მოხდება ჩემს სხეულში მას შემდეგ, რაც ვაქცინას გავიკეთებ?!".

ჟურნალისტმა გრიგალავას შეკითხვა იმის შესახებაც დაუსვა, რას იზამს იმ შემთხვევაში, თუ ახალ გუნდში ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება.

"ასეთ შემთხვევაში ვაქცინის გაკეთება მომიწევს. კორონავირუსამდე ცხოვრება შესანიშნავი იყო და ახლა მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

მიჩნდება კითხვა - რატომ არის ვაქცინა უფასო?! შესაძლებელია კი, რომ რაიმე კარგი უფასო იყოს?! ვაქცინას თუ ძვირი ფასი ექნებოდა, ყველა ფულს შეაგროვებდა და მის ყიდვას იფიქრებდა".
მკითხველის კომენტარები / 16 /
კაცი ხარ კაცური და სრულიად გეძთანხმები მაგაში! მარტო ეგ მიზეზია საეჭვო უფასო რმო არის,სხვა რომ თავი დავანებოთ. ანტი ვაქსერი კი არა ძალიან ცუდ რამეს ემსახურებით იცოდეთ ეგ ვინც ამ ვაქცინების პროპაგანდას ატარებთ და ადამიანებს შეურაწყოფას აყენებთ და ანსხვავებთ ამის გამო!
გეგი
29 ივლისი 2021 15:12
43
რანაირ გუნდებშიც თამაშობდი ისე აზროვნებ:დდ
Qomagi
29 ივლისი 2021 14:46
12
ასე ვფიქრობ მეც კაი ხანია,უფასოდ ოდესმე ვინმეს რამე მიუცია ხალხისთვის?
ბაჩი
29 ივლისი 2021 14:43
39
ესეთები უნდა იყვნენ მაგრამ მთავარია უმრავლესობაში არ მოვიდნენ, თორე მერე .... უხალისებ რაა
სიმართლე
29 ივლისი 2021 15:55
1
ხალხი სად ბანაობს..
მარაზმში იხრჩობით
29 ივლისი 2021 15:23
3
ეგ შენი თამაშების ყურებაზეა მასე, არაფრად რო არ ვარგა იმიტოა უფასო. ვაქცინაზე სხვა ლოგიკაა, ყველასთვის საჭიროა და იმიტოა უფასო.
გია-ს
29 ივლისი 2021 14:12
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული