"სპარტაკმა" ქუთათელაძეს, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, უგანა

AutoSharing Option
20 წლის თავდამსხმელ ნიკოლოზ ქუთათელაძის აგენტები "სპარტაკს" უჩივლებენ, თუ მათ კლიენტს სეზონის განაცხადში არ შეიყვანენ, - იტყობინება "სპორტ-ექსპრესი".

კლუბის სპორტულ დირექტორთან, დმიტრი პოპოვთან გაგზავნილი წერილი გამოცემამ გამოაქვეყნა:

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლიენტი ყოველთვის სანიმუშოდ ასრულებდა თავის მოვალეობას, ცხადია, მის სამსახურს აღარ საჭიროებთ, რამეთუ თქვენი მეორე გუნდის განაცხადში არ არის შეყვანილი.

მეტიც, კლუბის წარმომადგენელმა მას ურჩია ახალი გუნდი მოძებნოს ან ხელფასის შემცირებაზე დათანხმდეს. იმდენად, რამდენადაც, გასამრჯელოს შემცირებაზე არ დათანხმდა, ის ჩემპიონატის განაცხადში დარეგისტრირებული არ არის. თქვენი კლუბი სერიოზულად არღვევს საკონტრაქტო ვალდებულებებს.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ დარწმუნებული ვართ, რომ მსოფლიოს რეპუტაციის მქონე კლუბის მიმართ უხერხული იურიდიული პროცედურების გარეშე საკითხის გადაწყვეტას შევძლებთ".

Metaratings-ის ცნობით, ქუთათელაძე "სპარტაკი 2"-ში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მისი თავიდან მოცილება სურთ, კლუბს ეძებენ და თუ 7 სექტემბრამდე ვერ მოიძიეს, განაცხადში შეიყვანენ.

ქუთათელაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და 21 ივლისიდან ლეგიონერად არ ითვლება. გასულ სეზონში მან "სპარტაკი 2"-ის შემადგენლობაში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ნიკოლოზს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ გვაინტერესებს "ლიუბიწელების" კარიერა! თან სხვა ქვეყნის "ლიუბიწელების"
beqa
30 ივლისი 2021 17:20
0
ამ ბიჭმა თამაში არ იცის და დაანებოს თავი მამამისმა
სააკაძე
30 ივლისი 2021 07:21
0
ამას ღამურასავით მოსვლია - თავისიანებს ხომ უგანა და ახლა აღარც უცხოებს სურთ
სიმართლე
30 ივლისი 2021 00:55
2
როდის იყო რუსები ჩვენთვის რამე კარგს აკეთებდნენ. ახია ქუთათელაძისთვის რომ მიიღო მოქალაქეობა.
roma
29 ივლისი 2021 23:36
4
“წარმატებები” სამშობლოს გამყიდველო, უკეთესი გუნდი და ქვეყანა არ გენახოს
Gia
29 ივლისი 2021 23:18
6
კახპა ყოფილა და ალალი იყოს
ქომაგი
29 ივლისი 2021 23:17
2
ეგ ქართველი აღარ არის. (მიაგკო გავარია) ;))
grisha
29 ივლისი 2021 23:13
1
ღირსია
*გიორგი
29 ივლისი 2021 20:50
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული