"სპარტაკის" თავდამსხმელი ქუთათელაძე რუსეთის მოქალაქე გახდა

AutoSharing Option
"სპარტაკის" თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე რუსეთის მოქალაქე გახდა, - ამ ინფორმაციას "სპორტ-ექსპრესი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 20 წლის ქუთათელაძემ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი მიიღო.

გასულ სეზონში მან "სპარტაკი 2-"-ის შემადგენლობაში რანგით მეორე დივიზიონში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია.

რუსეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კი მის ანგარიშზე 41 მატჩში 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

transfermarkt-ის მიხედვით ქუთათელაძის საბაზრო ღირებულება 175 ათასი ევროა.

ნიკოლოზს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 3 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მან ვარჯიში პრაღის "სპარტაში"
დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი "ლილის" აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან კი პსჟ-ის სისტემაში ვარჯიშობდა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
რუსეთის მოქალაქეობა თორემ დაანგრევს იქაურობას
მეგრელი
00:08 04-07-2021
1
ამ ბიჭს დედა რუსი ყავს,ეტყობა ქმარიც გაურუსებია და შვილიც,ასე ხშირად ხდება ხოლმე.
გიორგი
23:09 03-07-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული