"აფეთქებებითა და გამჭრიახობით" - ოქრიაშვილს აქებენ

AutoSharing Option
კვიპროსულმა "აპოელმა" ბულგარული შეკრება დაასრულა და მზადებას სამშობლოში განაგრძობს. უკანასკნელ ორ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების 29 წლის შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა მიიღო. "აპოელმა" ბულგარულ "პირინს" 4:0 მოუგო, საუდის არაბეთის "ალ ნასრისთან" კი უგოლო ფრე ითამაშა.

sigmalive ქართველ ლეგიონერს აქებს:

"ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც "პირინთან" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თორნიკე ოქრიაშვილი იყო.

ქართველმა ნახევარმცველმა აჩვენა, რომ თავისი აფეთქებებითა და გამჭრიახობით შეუძლია "აპოელის" ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. ის თანაგუნდელებთანაც მშვენივრად კომბინირებდა.

რაც შეეხება "ალ ნასრისთან" მატჩს - შეხვედრის დებიუტში, მე-9 წუთზევე ოქრიაშვილმა მშვენივრად ითამაშა და თანაგუნდელებს
მხარი რომ აებათ, კარგი საგოლე შანსი შეიქმნებოდა. თორნიკე 59-ე წუთზე შეცვალეს."

შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაიამ ახალ გუნდში, სადებიუტო ამხანაგურ მატჩში თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა, თუმცა შემდეგ ნაკლები შანსი მიეცა; "აპოელის" კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი მურთაზ დაუშვილი კი ტრავმირებულია და კლუბს რამდენიმე დღეში შეუერთდება. კვიპროსის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონი 21 აგვისტოს დაიწყება.

alt"მთელი ყურადღება ოქრიაშვილზეა" - ქართველები ერთმანეთის პირისპირ

altვილი სანიოლი ხუმრობს - მსხვერპლი ოქრიაშვილია [PHOTO]

altოქრიაშვილი თავს ძალიან კარგად გრძნობს და უახლოეს შეხვედრებში ითამაშებს

altკვიპროსული გამოცემა ოქრიაშვილის არყოფნის მიზეზებით დაინტერესდა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული