კვიპროსული გამოცემა ოქრიაშვილის არყოფნის მიზეზებით დაინტერესდა

AutoSharing Option
კვიპროსის"აპოელმა" მოსამზადებელ ეტაპზე უკვე ორი შეხვედრა გამართა, ქართველი ლეგიონერებიდან კი გუნდში მხოლოდ გიორგი ქვილითაია გამოჩნდა, რომლის ანგარიშზეც ამ ორ მატჩში მისი გუნდის მიერ გატანილი ერთადერთი გოლი იყო. philenews-ი თორნიკე ოქრიაშვილის არყოფნის მიზეზებით დაინტერესდა.

როგორც კვიპროსულმა გამოცემამ გაარკვია, საქართველოს ნაკრების 29 წლის ფეხბურთელი ბულგარეთში მხოლოდ დღეს, 22 ივლისს გაემგზავრება და გუნდთან ერთად ერთკვირიანი მომზადების შესაძლებლობა ექნება.

შეგახსენებთ, ოქრიაშვილისა და ქვილითაიას გარდა, "აპოელში" მურთაზ დაუშვილიც ჩაირიცხა, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.

კვიპროსის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონი 21 აგვისტოს დაიწყება. "აპოელი" პირველ მატჩს სტუმრად, "პაფოსის" წინააღმდეგ გამართავს.

altსატრანსფერო ბომბი - ქვილითაიას შემდეგ "აპოელმა" ოქრიაშვილიც

გადაიბირა!

altგაირკვა ოქრიაშვილის შეთანხმებული ტრანსფერის დეტალები - თითქმის ორჯერ გაუმჯობესებული კონტრაქტი

alt"აპოელმა" ქვილითაიას სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 1 /
მალე ნახავთ ამას ქეცბაიას კარზე ატუზულს.დ
0

სიახლეები პოპულარული