გურამ გიორბელიძე კარიერას გერმანიაში განაგრძობს

AutoSharing Option
Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის ბინადარ დრეზდენის "დინამოში" განაგრძობს.

25 წლის ჩვენებური ახალ გუნდში იჯარის წესით ითამაშებს. მას "ვოლფსბერგერთან" კონტრაქტი  2023 წლამდე აკავშირებს.

ინფორმაცია, რომ გურამი დრეზდენურ გუნდს შეუერთდა და სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ავსტრიული კლუბის პრეზიდენტმა დიტმერ რიგლერმა უკვე დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ გიორბელიძე "ვოლფსბერგერში" 2020 წელს გორის "დილადან" გადაბარგდა. რაც შეეხება დრეზდენის "დინამოს", გუნდმა გასულ სეზონში მე-3 ბუნდესლიგაში იჩემპიონა და ახლა უმაღლეს დივიზიონს უმიზნებს - ჩემპიონატის
დაწყებიდან 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მე-3 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
გერმანის მე 2 ბუნდესლიგა ამ სეზონში მაინც აღემატება დონით ავსტრის ჩემპიონატს წელს მე 2 ბუნდესლიგაში აირან ისეთი გუნდები როგორიც არის ჰამბურგი, შალკე, ვერდერი, ჰაროვერი, ნუიმბერგი.
მე 2 ბუდესლიგაში წელს თავი მოიყარეს ისტორიულმა გუნდებმა რამდენიმე ისეთი გუნდია, რომლებსაც გერმანის ჩემპიონობა აქვთ მოგებული და იყო დრო რომ გერმანული ფეხბურთის გრანდები იყვნენ და წელს დრეზდენში გურამის გადასვლა კარგი მოვლენა პლიუს იქ კარგი თამაშით სავსებით შესაძლებელია პირველი ბუნდესლიგის გუნდში გადასვლაც ყველაფერი გურამზეა დამოკიდებული.
ვფიქრობ ყველა ფეხბურთელისთვის მაგალითი უნდა იყოს გური თუ როგორ შეიძლება ნიჭით შრომით და მონდომებით შეიქმნა კარიერა კაცი რომელიც ევროვნულ ლიგა 2 ში თამაშობდა ჯერ მოხვდა ავსტრიაში შემდეგ ნაკრებში და ახლა გადავიდა გერმანის მე 2 ბუნდესლიგაში წარმატებები გურის და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად წავა მის კარიერაში.
ზურა
16:42 02-08-2021
2
ამ დაქნეულ ვოლფსბერგერს დავიჯერო გურამზე უკეთესი მარცხენა მცველი ყავს? მაგიტომაც დაახურა გუშინ შტურმმა, არა უშავს შრომა გააგრძელოს და მე-2 ბუნდესლიგაში მშვენიერი წრთობაა.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული