გურამ გიორბელიძე კარიერას გერმანიაში განაგრძობს

AutoSharing Option
Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის ბინადარ დრეზდენის "დინამოში" განაგრძობს.

25 წლის ჩვენებური ახალ გუნდში იჯარის წესით ითამაშებს. მას "ვოლფსბერგერთან" კონტრაქტი  2023 წლამდე აკავშირებს.

ინფორმაცია, რომ გურამი დრეზდენურ გუნდს შეუერთდა და სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ავსტრიული კლუბის პრეზიდენტმა დიტმერ რიგლერმა უკვე დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ გიორბელიძე "ვოლფსბერგერში" 2020 წელს გორის "დილადან" გადაბარგდა. რაც შეეხება დრეზდენის "დინამოს", გუნდმა გასულ სეზონში მე-3 ბუნდესლიგაში იჩემპიონა და ახლა უმაღლეს დივიზიონს უმიზნებს - ჩემპიონატის
დაწყებიდან 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მე-3 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ავსტრია საერთოდ მშვენიერი ლიგაა სატრამპლინედ, გერმანია მაინც სულ სხვა დონეა, საქმეა თუ მოხვდა სასტავში.
ლაშა
12:29 03-08-2021
1
ამ დაქნეულ ვოლფსბერგერს დავიჯერო გურამზე უკეთესი მარცხენა მცველი ყავს? მაგიტომაც დაახურა გუშინ შტურმმა, არა უშავს შრომა გააგრძელოს და მე-2 ბუნდესლიგაში მშვენიერი წრთობაა.
1

სიახლეები პოპულარული