კვარაცხელია VS ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგაზე რეალურია

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პლეი-ოფში შესაძლოა, ჩვენთვის ძალიან საინტერესო ერთი წყვილი შედგეს - თუკი ყაზანის "რუბინი" და ბელგიური "გენტი" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს წარმატებით დაძლევენ, ჯგუფში მოხვედრისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ყველა შემთხვევაში, ახლად შექმნილი ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ორი ლიდერიდან ერთ-ერთის გუნდს ნამდვილად ვერ ვიხილავთ.

პლეი-ოფში რომ იასპარეზოს, კვარაცხელიას "რუბინს" პოლონური "რაკოუვის" ბარიერის გადალახვა მოუწევს, ჩაკვეტაძის "გენტს" კი - ლატვიური რფს-ის. ყაზანელები პირველ მატჩს 5 აგვისტოს, სტუმრად გამართავენ.

სამწუხაროდ, უკანასკნელ შეხვედრებში გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიურ კლუბში თამაშის შესაძლებლობა არ ეძლევა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ქართველმა
ფეხბურთელმა ერთ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა მიიღო. იმედია, გიორგის ძირითად შემადგენლობაში მალე ვიხილავთ. "გენტი" პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. ამ წყვილის შედგენის შემთხვევაში, გუნდები ჯერ ყაზანში, 19 აგვისტოს, იასპარეზებენ.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ზემოხსენებულ წყვილებში ფავორიტები სწორედ "რუბინი" და "გენტი" არიან. ასე რომ, მათი პლეი-ოფში დაპირისპირება საკმაოდ რეალურია.

altბათუმის "დინამო" შესაძლოა, ხოჭოლავას "კოპენჰაგენს" დაუპირისპირდეს

altჩაკვეტაძე ისევ განაცხადს მიღმაა...

altკონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის





მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ არსებობს უკვე შეთანხმება რომელიმე გუნდთან, რომ ხვიჩას აგვისტოში იყიდიან, მაშინ ხვიჩამ შეიძლება არ მიიღოს მონაწილეობა რუბინის კონფერენს ლიგის თამაშებში.
ქ. გ.
03 აგვისტო 2021 12:46
0
რუბინსაც და გენტსაც ისეთი მეტოქები ჰყავთ ორივეს მე 3 საკვალიფიკაციო ეტაპზე რომ წესით არცერთს არ უნდა გაუჭირდეს მაგ გუნდების გავლა.
რუბინი ისეთ ფორმაშია ჩემპიონატში ზედიზედ ორი თამაში მოიგეს და გენტიც კარგად გამოიყურება ევროტურნირებზე და ლატვიური ბარიერის გავლა არამგონია გაუჭირდეთ, თუმცა მე ვისურვებდი, რომ ორივე ქართველი ყოფილიყო ძირითადში.
კვარაა, რომ იქნება მაგაში ეჭვიც არ მეპარება რუბინის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია და რაც შეეხება ჩაკვეს, ბოლო რამდენიმე თამაში არ უთამაშია გუშინ ველოდებოდი და არც გუშინ იყო განაცხადში და როგორც ჩანს კიდევ რაღაც პრობლემაა სამწუხაროა, რომ ბელგიელებთან კომუნიკაცია რთულია ვერ გაიგებ რა ხდება იმიტომ, რომ არაფერი ინფორმაცია გამოსულა თუ რა ხდება ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით ზოგადად სულ ასეა მაგათთან სეზონი დაიწყო ევრო ტურნირებიც და შიდა ჩემპიონატებიც და ჩაკვეს ვერც განაცხადში ვხედავთ და ვერც მოედანზე ბოლო თამაშებში.
gio
02 აგვისტო 2021 17:02
2
ძალიან კარგი იქნება თუ შეხვდებიან ერთმანეთს რუბინი და გენტი ხვიჩა რომ ითამაშებს ძირითადში მაგაში ეჭვიც არ მეპარება მაგრამ რაც სეზონი დაიწყო ამხანაგურების და წინასასეზონო მომზადების შემდეგ ჩაკვე ოფიციალურ თამაშებში არ გამოჩენილა მოედანზე ერთხელ იყო განაცხადში სულ და აგერ 4 თუ 5 თამაში ჩაატარა გენტმა და 1 შიც არ უთამაშია ჩაკვეტაძეს და როგორც ჩანს ან ისევ რაღაც პრობლემა აქვს ჯამრთელობის ან სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით ან უბრალოდ მწვრთნელი აღარ ენდობა და ღრმა სათადარიგო შემადგენლობაში გადაიყვანა. ისე მე პირადად დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რუბინის და გენტის თამაშს ოღონდ იმ პირობით რომ ჩვენი ორივე ტალანტი იყვნენ ძირითადში ხვიჩა რომ იქნება ეგ უეჭველია მაგრამ აი ჩაკვე ეგ საეჭვოა ამ გადმოსახედიდან სამწუხაროდ :((
ზურა
02 აგვისტო 2021 16:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული