შენგელიას ქართველების კლუბს უკავშირებენ - კიდევ ერთი ვარიანტი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემტევ ლევან შენგელიას, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, არაერთ კლუბს უკავშირებენ. კვიპროსული მედია აქტიურად წერს, რომ 25 წლის ფეხბურთელი მალე "აპოელში" ქართველების თანაგუნდელი გახდება - ამის შესახებ ინფორმაცია Ant1-მა და Sigmalive-მა გაავრცელეს.

შენგელიაზე წერენ, რომ ის ცაციაა, მაგრამ თამაში ორივე ფლანგზე შეუძლია, კარგი დრიბლინგითა და აფეთქებებით გამოირჩევა. ლევანმა თურქულ "ქონიასპორში" 59 მატჩი გამართა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა ჰქონდა.

სხვადასხვა წყარო შენგელიას ბერძნულ "არისს", პორტუგალიურ "ბოავიშტასა" და თურქულ "ბურსასაც" უკავშირებს.

რაც შეეხება "აპოელს" - შეგახსენებთ, სეზონის წინ
ამ კლუბში მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია ჩაირიცხნენ.

altლევან შენგელია, დიდი ალბათობით, კარიერას თურქეთის პირველ დივიზიონში განაგრძობს

altმედია: ლევან შენგელია ევროტურნირების მონაწილე ბერძნულ გუნდში გადადის

მკითხველის კომენტარები / 1 /
ესენიც დანიაში არ თამაშობდნენ
აკო
17:28 04-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული