მამარდაშვილის ჩინებული მატჩი "მილანთან" და პირველი ტიტული "ვალენსიაში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვალენსიაში" 20 წლის ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და პირველ ტიტულსაც დაეუფლა.

"მესტალიაზე" "ტარონიას" თასზე "ვალენსიამ" "მილანი" პენალტების სერიაში დაამარცხა.

ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც მასპინძლებმა 5:3 იმარჯვეს - "მილანმა" 4 თერთმეტმეტრიანიდან 3 გაიტანა (კრუნიჩმა ბურთი ძელს გაარტყა), ხოლო "ვალენსიამ" - ხუთივე.

მამარდაშვილმა შეუცვლელად და რაც მთავარია, დამაჯერებლად ითამაშა, კასტილეხოს, ბრაჰიმ დიასსა და თეო ერნანდესს არ დაანება გოლის გატანა. განსაკუთრებით აღსანიშნავი ის მომენტია, როდესაც მე-60 წუთზე დაახლოებით 11 მეტრიდან ბრაჰიმ დიასის მიერ
დარტყმული ბურთი
მარჯვენა დაბალი კუთხიდან "გამოაძრო".

მამარდაშვილმა ოთხ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამში კარი მშრალად შეინახა.

"ვალენსია" 7 აგვისტოს, ბოლო სპარინგში, "ბრენტფორდს" დაუპირისპირდება, ხოლო 13 აგვისტოს ლა ლიგის პირველ ტურში - "ხეტაფეს" და იმედია, მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ჩვენებურს კვლავ გამოუცხადებს ნდობას. ის ამას აშკარად იმსახურებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლორიას რა ენაღვლება,აწი ნელ-ნელა პენსიაში გავა,38 წლისაა.მე მაკარიძე უფრო მეცოდება,მოუწევს მეორე მეკარედ დარჩენა
Levani
05 აგვისტო 2021 19:33
0
ვალენსია ალბათ ნანობს რომ იჯარით აიყვანა და პირდაპირ არ იყიდა ახლა ყიდვა გაცილებით ძვირი დაუჯდება.
რრრ
05 აგვისტო 2021 13:11
0
მამარდ არც გიცნობ და არც მინახიხარ, მაგრამ გულის ფანცქალით გგულშემატკივრობ.. მთელი 22:30 ის მერე ფლეშსქორს ვეჯექი და მილანის 0ს ვუყურებდი, ას3ვე სეივებს :)) ჩემნაირი კიდე ძალიან ბევრია.. არ გაქ უფლება დაგვაღალატო!!! ივარჯიშე ბევრი და გვისახელე სამშობლო ძმაო!!!! ახლა ეს გვჭირდება.. ღმერთი შენსკენ
ქართველი
05 აგვისტო 2021 11:24
0
მაგარი ბურთი გამოაძრო მეორე ტაიმში.. რასაც ქვია მკვდარი ბურთი
აბა ბიჯო
05 აგვისტო 2021 06:06
0
არივედერჩი ლორია
მევარმეე
05 აგვისტო 2021 01:36
7
პოტენციურად ლორიაზე მეტი შეუძლია და ღმერთმა შეაძლებინოს,მაგრამ ჯერ გამოცდილებაც აკლია და ფეხით თამაშშიც ჩამორჩება.სასიხარულოა რომ ნაკრების მომავალი საიმედო ხელშია,თუმცა ლორიას ჩამოწერას ნუ ვიჩქარებთ.ბოლო წლებში,საკმაოდ სტაბილური და საიმედოა.
სოსო
05 აგვისტო 2021 15:53
0
ლორიაზე მაგარი ჩანს აშკარად, ოღონდ არ გვინდა ასეთი ცინიკური კომენტარები გიორგის მიმართ. ძალიან მაგარი მეკარეა გიორგი და ძალიან ბევრი მისცა ნაკრებს. სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობდა. კი უშვებს ხანდახან უპატიებელ შეცდომებს, რაც მამარდაშვილს არ აქვს, მაგრამ საერთო ჯამში ლორიას წყალობით მეკარის პრობლემა არ გვქონია ბოლო წლები. ამიტომ მადლობა გიორგის დიდი
დავაფასოთ ლორია
05 აგვისტო 2021 13:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული