მამარდაშვილი "მილანის" წინააღმდეგ და პირველი თასის შანსი

AutoSharing Option
დღეს, 4 აგვისტოს, "მესტალიაზე" ტარონიას (ნარინჯისფერი) თასისთვის ერთმანეთს "ვალენსია" და "მილანი" დაუპირისპირდებიან. ამხანაგურ მატჩებში კარგი შთაბეჭდილების შემდეგ გიორგი მამარდაშვილს ისევ ძირითად შემადგენლობაში ველით.

იტალიური გრანდის წინააღმდეგ წარმატებულად თამაში და თუნდაც, ამხანაგურ ტურნირზე გამარჯვება 20 წლის ქართველი კიპერის კიდევ უფრო თავდაჯერებისთვის ძალიან კარგი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა სამ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ორში მისმა გუნდმა კარი მშრალად შეინახა და კარგი პრესაც აქვს. გიორგიმ გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.

ლა ლიგა სტარტს 13 აგვისტოს აიღებს, ვალენსიური კლუბი კი მანამდე კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას
გამართავს.

"ვალენსიასა" და "მილანის" მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

alt„მამარდაშვილის მესამე ლიგაში გაშვება ბარბაროსობაა, თუმცა ფეხით თამაშის გაუმჯობესება მართებს“ - ესპანური პრესა ქართველი მეკარით აღფრთოვანებულია

altესპანური პრესა მამარდაშვილის კარგ თამაშს ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 15 /
მეც ეგრე ვფიქრობ, ვალენსია შალკეზე უფრო დიდი კლუბია...
ქობულეთიდან
00:47 05-08-2021
0
მგონი მიუწია მაკარიძეს 2ე მეკარედ დარჩენა,თამაშს ვინც უყურა დამეთანხმებით
Levani
00:44 05-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული