ზურიკომ ნავსი გატეხა - "არსენალში" გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"არსენალში" 20 წლის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა პირველი გოლი გაიტანა.

რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "არსენალმა" ტულაში 2:1 დაამარცხა "კრილია სოვეტოვი". ამ მატჩში ანგარიში დავითაშვილმა მე-3 წუთზე გახსნა. საერთოდაც ზურიკო ძალიან აქტიური იყო და მეტოქეები ხშირად ეუხეშებოდნენ.  მან მე-16 წუთზე ხელის ტრავმა მიიღო, ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და თამაში გააგრძელა, 68-ე წუთზე კი შეცვალეს.

ის გასულ სეზონში "რუბინიდან" იჯარის წესით "როტორში" თამაშობდა, სადაც გოლის გატანა ვერ შეძლო, ამ ზაფხულში კი ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და "არსენალში" გადავიდა.

მოკლედ, დავითაშვილმა ნავსი გატეხა და მისგან
მორიგ გოლებს ველით.

"არსენალმა" ტურნირზე პირველი ქულები მოიპოვა და 15 აგვისტოს სტუმრად "კრასნოდარს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ორი გოლიც და ზურიკო გაიხსნება.თავდაჯერება სჭირდება და პარტნიორების ნდობა.
სოსო
21:59 07-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული