"რუბინის" გენდირექტორმა სლუცკის სტრესულ მდგომარეობაზე, ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "რუბინმა" საკუთარ მოედანზე "სპარტაკი" 1:0 დაამარცხა, ნამატჩევს კი ყაზანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში მწვრთნელ ლეონიდ სლუცკისა და ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

- სლუცკის რა დაემართა, ის სწრაფად წავიდა სტადიონიდან?
- დღეს ძალიან ნერვიულობდა, ეს ჩანდა. გასახდელში შემოვიდა და ღონემიხდილი სკამზე დაჯდა. მე მივედი, ბიჭებს "კოკა-კოლა" ვთხოვე და ვეუბნები: "სწრაფად გააკეთეთ საქმე, თორემ მწვრთნელს დავკარგავთ".

- კლუბის მედიის მუშაობით რამდენად კმყოფილი ხართ?
- ბიჭების მადლობელი ვარ, თავდაუზოგავად მუშაობენ. სლუცკი იუმორის მქონე ადამიანია, ეძებს და მღერის. ასეთები
კარგა ხანია არ მინახავს.

- როგორი სიტუაციაა ხვიჩასთან დაკავშირებით?
- არანაირი ფულადი შეთავაზება ჩვენ არ გვაქვს. ის ჩემპიონატის ერთ-ერთი კაშკაშა ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ კონკრეტული შეთავაზება არ გვაქვს.

- "სპარტაკთან" "პარიმატჩ პრემიერის" თასზე წაგების შემდეგ 10 დღეში რა შეიცვალა?
- მაშინ ცოტა მცველები გვყავდა, ნიჟეგოროდოვი და როტაციის ფეხბურთელები გამოვცადეთ. დღეს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში გავედით მოედანზე და შედეგიც ვაჩვენეთ.

საიმანოვმა "არსენალში" გადასულ ზურიკო დავითაშვილზე და ხვიჩაზე "ჩემპიონატთან" გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ზურიკო ზედმეტი ლეგიონერი იყო, მათი ბიჭია, კარგი ფეხბურთელია, ამიტომ მავნებლობას ვერ ჩაიდენდნენ, საუბრისას ქართველმა თქვა, რომ იჯარით წასვლა არ სურდა და უბრალოდ კარგად გაუშვეს.

კვარაცხელიას შესახებ კი შემდეგი განაცხადა: "დაინტერესება არის, ფულით კონკრეტული შემოთავაზება - არა. აი, ესაა ყველაფერი. ჩვენი მიზანი მისი გაშვება არაა - ის გუნდის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა. მოცემულ მომენტში არავითარი წინადადება არ არის. როდესაც იქნება - ვიფიქრებთ.

შესაძლო წასვლაზე სიახლეები ხვიჩაზე არ მოქმედებს. ვხედავ ბაზაზე - ხალისიანი ბიჭია. ცუდ ფორმაშია? მშვენივრად გამოიყურება. დღეს ცოტა არ გამოუვიდა, ვინაიდან რასკაზოვმა კარგად ითამაშა. შეიძლება მნიშვნელოვანი შეხვედრის გამო გარკვეულ ნერვიულობას ჰქონდა ადგილი. ჩვენთან როგორც წესი მხიარული ატმოსფერო სუფევს, ხუმრობა და ა.შ. გუშინ კი ბიჭები სერიოზულები იყვნენ - მატჩისათვის ემზადებოდნენ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული