მიქაუტაძე იწყებს - ქართველი ფორვარდი ელიტაში ბრუნდება!

AutoSharing Option
ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატიდან პირველად სტარტი საფრანგეთის ლიგა-1 მა აიღო, სადაც დღეს, 8 აგვისტოს, გიორგი მიქაუტაძის "მეცი" ჩაერთვება. ქართველი ფორვარდი 20 კაციან განაცხადშია.

გასული ორი სეზონის განმავლობაში "ლევანტეს" რიგებში გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ელიტურ ლიგებში სტაბილური ქართველი მონაწილე ბოლოს იტალიური "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე იყო, რომელმაც 2016-17 წლების სეზონში 6 გოლი გაიტანა, თუმცა მას ტრავმამ ბევრი დააკარგვინა.

Sportall.Ge

მოქმედ ჩემპიონ "ლილის" ფრედერიკ ანტონეტის გუნდთან სტუმრობის წინ Telecomasia წერს:

"ლილმა" გასულ სეზონში დღევანდელ მეტოქეს ორივე შეხვედრა მოუგო. "მეცის" მთავარი
პრობლემა ძლიერი ცენტრფორვარდის არარსებობა იყო, ფარის ბულაიმ მხოლოდ 6 გოლი გაიტანა. ანიმე ბასის ტრანსფერის მიუხედავად, როგორც ჩანს, კლუბი ამ საკითხის მოგვარებას არ აპირებს."

საფრანგეთის ჩემპიონატმა სტარტი გუშინ, 7 აგვისტოს აიღო, "ლიონი" "ბრესტს" დაუზავდა, 1:1, პსჟ-მ კი, რომლის რიგებში 10 აგვისტოს ლიონელ მესის გადაბარგებას ელიან, სტუმრად, "ტრუა" 2:1 დაამარცხა.

"მეცისა" და "ლილის" შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

altმიქაუტაძე "მეცის" "ცხრიანია", როგორც... ნახევარმცველი

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენი იმედი
ტოტტი
12:28 08-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული