დაუშვილის დებიუტი, ოქრიაშვილის 37 წუთი, "აპოელის" ფრე

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ნიქოზიას "აპოელმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და ლარნაკას აეკ-თან ფრედ, 1:1 ითამაშა. სამივე ჩვენებურმა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

თორნიკე ოქრიაშვილმა 37 წუთი ითამაშა, შესვენების შემდეგ კი მთელი გუნდი, მათ შორის გიორგი ქვილითაია შეიცვალა, მოედანზე კი მურთაზ დაუშვილის დებიუტი შედგა -  საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველს, ტრავმის გამო, აქამდე თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

პირველი ტაიმი "აპოელის" გამარჯვებით, შეხვედრა კი - ფრედ დასრულდა.

ქართველი ლეგიონერების კლუბმა მე-6 ამხანაგური მატჩი გამართა და მხოლოდ ერთში დამარცხდა. კვიპროსის ჩემპიონატი სტარტს 21 აგვისტოს აიღებს.

alt

ოქრიაშვილის 37 წუთი, "აპოელის" ფრე" style="height: 50px; width: 50px;" />ოქრიაშვილი თავს ძალიან კარგად გრძნობს და უახლოეს შეხვედრებში ითამაშებს

altბუბა დაუშვილი "აპოელში" გადავიდა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული