ხოჭოლავამ "კოპენჰაგენში" პირველი გოლი გაიტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"კოპენჰაგენში" დავით ხოჭოლავამ პირველი გოლი გაიტანა.

დანიაში "კოპენჰაგენისა" და "ბრონდბიუს" მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ გუნდების შეხვედრას 2019 წლის შემდეგ გულშემატკივრები არ დასწრებიან, 38-ათასიანი "პარკენი" გაივსო და მასპინძელთა ფანებმა თავიანთი კლუბის გამარჯვებით (4:2) ძალიან გაიხარეს.

ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა და 45-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მეტოქის კარში თავით მიუჩინა ადგილი - ანგარიში 2:1 გახდა.

"კოპენჰაგენი" 8 ქულით მესამე ადგილზეა და 15 აგვისტოს, მეხუთე ტურში გასვლაზე "ორჰუსს" დაუპირისპირდება, იქამდე კი, 12 აგვისტოს, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში პლოვდივის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
როდესმე იქნება ჩვენ ჩემპიონატში ეგეთი გულშემატკივრობა?
giorgi
03:37 09-08-2021
0
ეს ერთი და სხვა მრავალი დავით!
სოხუმელი ვეტერანი
23:47 08-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული