"კოპენჰაგენში" დავით ხოჭოლავამ პირველი გოლი გაიტანა.
დანიაში "კოპენჰაგენისა" და "ბრონდბიუს" მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ გუნდების შეხვედრას 2019 წლის შემდეგ გულშემატკივრები არ დასწრებიან, 38-ათასიანი "პარკენი" გაივსო და მასპინძელთა ფანებმა თავიანთი კლუბის გამარჯვებით (4:2) ძალიან გაიხარეს.
ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა და 45-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მეტოქის კარში თავით მიუჩინა ადგილი - ანგარიში 2:1 გახდა.
"კოპენჰაგენი" 8 ქულით მესამე ადგილზეა და 15 აგვისტოს, მეხუთე ტურში გასვლაზე "ორჰუსს" დაუპირისპირდება, იქამდე კი, 12 აგვისტოს, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში პლოვდივის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა.