"კვარაცხელიას ორივე ფეხით ჩაახტით" - "ახმატის" მწვრთნელის ბინძურ მითითებებზე "რუბინის" ფანები საუბრობენ

AutoSharing Option
ვინც ყაზანის "რუბინისა" და გროზნოს "ახმატის" მატჩის ბოლო პერიოდი ნახა, ალბათ, დაგვეთანხმება, ჩეჩნური გუნდის წარმომადგენლები უხეშობას არ ერიდებოდნენ, მსხვერპლი კი, ძირითადად, ხვიჩა კვარაცხელია იყო.

ჯარიმების თემაზე კომენტარი "ახმატის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი ტალალაევმა გააკეთა:

"შეხვედრაში ძალიან მომეწონა კუკუიანი (მსაჯი) და კვარაცხელია. საუკეთესო მოთამაშის სტატუსს მათ მივცემდი. მეორე ტაიმში 7 შეტევა "რუბინმა" ჩვენსავე ნახევარზე ჩაგვიშალა და მათ 1 ყვითელი ბარათიც არ უჩვენეს.

ჩვენ მხარეს კი კვარაცხელიას წინააღმდეგ ნებისმიერი დარღვევა ყვითელი ბარათით ისჯებოდა", - თქვა განაწყენებულმა ტალალაევმა.

თუმცა უმანკო და დაჩაგრული კრავის ქურქი
გროზნოელთა მწვრთნელს "რუბინის" გულშემატკივრებმა გახადეს, რომელთა ის ნაწილი, რომელიც "ახმატის" სათადარიგოთა სკამთან იჯდა, რამდენიმე სპორტული საიტის კომენტარებში წერს:

"გარდა იმისა, რასაც "ახმატის" ფეხბურთელები აკეთებდნენ, მატჩის ბოლოს ტალალაევი თავის ფეხბურთელებს ეძახდა: "კვარაცხელიას ორი ფეხით ჩაახტით!" მთელი ხმით ყვიროდა. სათადარიგოთა სკამის უკან ვიჯექი და ყველაფერი კარგად მესმოდა."


მკითხველის კომენტარები / 6 /
ეგეთებზე მწვრთნელი უნდა ისჯევოდეს სერიოზულად, მაგას ჩაახტა ხაახაში.
ლუკა
10 აგვისტო 2021 13:24
0
რუსეთში ფეხბურთს არასდროს თამაშობდნენ და ვერასდროს ითამაშებენ.. პატარა ბელგია ყოველთვის მოუგებს მშრალი ანგარიშით..:))
ლაშა
10 აგვისტო 2021 00:15
2
დროზე მოაშორეთ რუსეთს... მაგაზე ნადირიბაა ხომ ხედავთ. 2 კაცი დასდევს და მე 3 აზღვევს.
ლაშა
10 აგვისტო 2021 00:13
1
ჯერ მაგის ფეხბურთი რა იყო, და სულ არ მიკვირს თუ მასეთ მითითებებსაც აძლევდა. ბოდიში მაგრამ უნდა დავწერო далбаёб!!!
ტარიელი
09 აგვისტო 2021 19:32
0
რა ტუგადუმი იგროკიც იყო,ის მწვრთნელია....
კახა ქ.
09 აგვისტო 2021 18:58
0
გიკვირთ ?!!
? !!
09 აგვისტო 2021 16:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული