ტრავმირებული ოქრიაშვილი სანაკრებოდ მზად იქნება!

AutoSharing Option
დღეს, 10 აგვისტოს, ქართველებით დაკომპლექტებული "აპოელი" ამხანაგურ მატჩში ბერძნულ გრანდ "პანათინაიკოსს" დაუპირისპირდება. თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმის გამო შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

როგორც kerkida იუწყება, გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად ითამაშებენ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმა კი, როგორსაც ელოდნენ, იმ სიმძიმის არ აღმოჩნდა და ის კვირის ბოლოს მოედანზე გასვლასაც შეძლებს.

Sportall.Ge

Athlitiki-ს ცნობით კი, კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურს, როცა "აპოელი", 21  აგვისტოს,  "პაფოსს" დაუპირისპირდება, თორნიკე ოქრიაშვილი სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

ქართველი ლეგიონერების ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა განსაკუთრებით გვაღელვებს -  2 და
5 სექტემბერს "ჯვაროსნები" ხომ კოსოვოსა და ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. დაუშვილი ახლახან მომჯობინდა, ამ ინფორმაციით კი შემოდგომის შეხვედრებს ოქრიაშვილიც მზად უნდა შეხვდეს.

altოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო - "აპოელმა" მეოთხე ქართველი ვერ გადაიბირა

altდაუშვილის დებიუტი, ოქრიაშვილის 37 წუთი, "აპოელის" ფრე

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოქრიაშვილი ნაკრებში არავის ჭირდება
გრიგოლი1408
11:21 11-08-2021
1
არა გმადლობთ, სხვებიც არიან ამ ძალათი ზიდანის გარდა
ზორბეგი
16:39 10-08-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული