დაუშვილს აქებენ - ბურთით თუ უბურთოდ განუწყვეტლივ მოძრაობს

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა "აპოელმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და ბერძნულ გრანდ "პანათინაიკოსს" დაუზავდა (1:1). თორნიკე ოქრიაშვილი, მოგეხსენებათ, ტრავმირებულია, გიორგი ქვილითაიამ და მურთაზ დაუშვილმა კი შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს.

კვიპროსული Sporttime-ი დაუშვილის თამაშით განსაკუთრებით მოხიბლულია:

"მან "აპოელში" სულ მეორე შეხვედრა გამართა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდს ბოლო პერიოდში აკლდა. ქართველი ნახევარმცველი ბურთით თუ უბურთოდ განუწყვეტლივ მოძრაობს და როგორც მოწინააღმდეგის შეტევებს შლის, ასევე საკუთარი გუნდის იერიშებს იწყებს. დაუშვილი  ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე უნდა გახდეს."

მოგეხსენებათ, დაუშვილმა ტრავმის გამო მოსამზადებელი ეტაპის საწყისი შეხვედრები
გამოტოვა. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მან სადებიუტო მატჩში თავი თერთმეტმეტრიანით გამოიჩინა. კვიპროსის ჩემპიონატი სტარტს 21 აგვისტოს აიღებს.

altდაუშვილის დებიუტი, ოქრიაშვილის 37 წუთი, "აპოელის" ფრე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული