სტუმრად „რუბინმა“ ნულოვან ფრეს მიაღწია, ყაზანში განმეორებითი შეხვედრა კი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. კვარაცხელია უნარიანად წარმართავდა თავისი გუნდის შეტევებს, კარგი პასები გაუკეთა ევტიჩს (ორჯერ), ჰაკშაბანოვიჩსა და კოსტიუკოვს, მაგრამ მათ მომენტები ვერ გამოიყენეს. 78-ე წუთზე ხვიჩამ საჯარიმოს კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ მისი თანაგუნდელის, აბილგორის თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.
106-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალეს. მსაჯმა მეორე
ყვითელი ბარათი უჩვენა მცველ სამოშნიკოვს და 111-ე წუთზე „რაკუვმა“ კაცნაკლულ „რუბინს“ გოლი გაუტანა - სწორედ გაძევებული სამოშნიკოვის პოზიციიდან თავურით დიუპინის კარი გუტკოვსკიმ დალაშქრა. ყაზანურ გუნდს მატჩის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ 120+2-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ჰაკშაბანოვიჩმა ვერ გამოიყენა.
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ხვიჩას ასე ცუდადაც არ უთამაშია როგორი კომენტარებიც აქაა.
გოლები არც აქამდე გაჰქონდა ბევრი და დრიბლინგები ამ თამაშშიც აკეთა.
ასე რომ, გაიაზრეთ რეალობა და რეაქციაც ადეკვატური გექნებათ. ხვიჩა კარგი ბიჭია, მაგრამ ბევრი აქვს ჯერ კიდევ სასწავლი. ეს არის და ეს.