ჩაკვეტაძე მშვენივრად დაბრუნდა - მწვრთნელი კმაყოფილია

AutoSharing Option
"გენტმა" ლატვიური RFS-ის ბარიერი რთულად, მაგრამ მაინც დაძლია და კონფერენს ლიგის პლეი-ოფში იასპარეზებს. ბელგიური voeltbalprimeur-ი, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძის თამაშს (63-ე წუთზე ჩაერთო) ნათელ წერტილს უწოდებს, გუნდის მთავარ მწვრთნელ ჰეინ ვანჰეზებრუკის კომენტარს აქვეყნებს:

"რა თქმა უნდა, გიორგი ფეხზე ისევ მყარად იდგა. ისეთი მატჩები, სადაც მეტოქე უფრო მეტად თავის დაცვაზე ფიქრობს, ჩაკვეტაძისთვის იდეალურია - ამ შემთხვევაში მას თავდაცვითი სამუშაოს გაწევა ნაკლებად სჭირდება. ქართველი ფეხბურთელი ნამდვილად ნათელი წერტილი იყო.

ჩვენს გუნდში ბევრი ნერვიულობდა, ჩაკვეტაძე კი თავდაჯერებულად გამოიყურებოდა - ბურთსაც აკონტროლებდა და მოედნის კარგი
ხედვაც გამოავლინა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეს გიორგის პირველი ნაბიჯები იყო. ის მოსამზადებელ პერიოდში დაშავდა, მაგრამ ახლა აქაა და იმედი გვაქვს, გუნდის შეტევით პოტენციალს გააძლიერებს."

ბელგიის ჩემპიონატის მე-4 ტურში, 15 აგვისტოს, "გენტი" "მეხელენს" უმასპინძლებს, 19 აგვისტოს კი "რუბინის" მძლეველ პოლონურ "რაკოვს" ესტუმრება.

altჩაკვეტაძე დაბრუნდა - "გენტი" და ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" პლეი-ოფში გავიდნენ

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი გიო ყოჩაღ!! შრომა ყოველთვის მოიტანს შედეგს და ნიჭი შენ არ გაკლია!! ვამაყობთ შენით, შენ შეგიძლია დიდი ფეხბურთი ითამაშო!!!
ემიგრანტი
08:08 14-08-2021
0
როგორ გაგვახარე გიო. წარმატებები. შენ აუცილებლად მალე გახდები დიდი ფეხბურთელი.
ამი
18:34 13-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული