ხოჭოლავა პლეი-ოფსა და ბათუმის ნაცვლად სივასში

AutoSharing Option
დანიური "კოპენჰაგენი" კონფერენს ლიგის პლეი-ოფში იასპარეზებს - მათ ორი მატჩის ჯამში პლოვდივის "ლოკომოტივს" სძლიეს (5:3). ბულგარულ კლუბთან განმეორებით შეხვედრაში გამარჯვების (4:2) შემდეგ Tipsbladetma საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველ დავით ხოჭოლავას  2 ბალი მიაკუთვნა:

"მას ბულგარელთა მიერ გატანილ ორივე გოლში  მცირე ბრალს იოლად მივაკუთვნებთ. ხოჭოლავამ  მატჩის უდიდესი ნაწილი გონივრულად ჩაატარა და მეტოქის შემტევებს კარგად აკონტროლებდა."

სამწუხაროდ, ხოჭოლავას გუნდი პლეი-ოფის შეხვედრაში სივასში, "სივასპორთან" ითამაშებს და არა ბათუმში, "დინამოსთან". პირველი მატჩი თურქეთში, 19 აგვისტოს შედგება. უეფამ შეხვედრის არბიტრი უკვე დანიშნა - უკრაინელი ნიკოლა ბალაკინი,
რომელმაც მიმდინარე ევროტურნირებზე ვლადიმირ ვაისისა და ქართველების "სლოვანის" შეხვედრაც განსაჯა.

altჩაკვეტაძე დაბრუნდა - "გენტი" და ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" პლეი-ოფში გავიდნენ

altასე ახლოს მიზანთან - ბათუმის "დინამოს" დასანანი ფრე თურქეთში [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული