As: „ვალენსიას“ ოთხ დებიუტანტს შორის „მესტალიაზე“ მამარდაშვილი ვიხილეთ, რომელიც მეორე გუნდში სათამაშოდ ჩამოვიდა, კარგად გაისარჯა და საკითხავია - ახლა მის გამო ელის თუ არა სილესენს კიდევ ერთი მწარე სეზონი“.
„მარკა“: „დაიხსომეთ მისი გვარი: მამარდაშვილი, „მესტალიას“ ახალი გმირი.
ქართველმა მეკარემ რამდენიმე სეივით „ვალენსიას“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ჩაიწერეთ მისი სახელი და სწრაფად ისწავლეთ მისი გვარის წარმოთქმა.
წინასასეზონო პერიოდში თავი წარმოაჩინა, მაგრამ სულ სხვაა „მესტლიაზე“ გმირობის ჩადენა, როდესაც 92-ე წუთზე შეუძლებელი შეძლო. მეკარე მწვავე განცდების გარეშე. არავითრი უცნაურობები. რამდენიმე რთული ბურთი გამოაძრო, გამოსვლაზე მუშტით მოიგერია ბურთი. ბოლოს, როდესაც „ხეტაფეს“ მწვრთნელი მიჩელი გოლს ზეიმობდა, სტადიონი მოხიბლა და „ააფეთქა“. სადებიუტო ოცნების შემდეგ მოედანზე დაეცა, თანაგუნდელები ულოცავდნენ. დაიმახსოვრეთ: მა-მარ-დაშ-ვი-ლი.
„მუნდო დეპორტივო“: „ხეტაფე“, რომელიც შეხვედრას ასევე კაცნაკლული ასრულებდა, წარმატებულ ქართველ მეკარე მამარდაშვილთან წაიბორძიკა. ხოსე ბორდალასმა სასტარტო შემადგენლობის დაყენებისას რამდენიმე სიურპრიზი შემოგვთავაზა. მათ შორის გახლდათ მამარდაშვილი. მან დუროს არ გაატანინა და 92-ე წუთზე მისი ნახტომი მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა“.
sport.es: „ქართველმა მეკარე მამარდაშვილმა „ვალენსიას“ „მესტალიაზე“ სამი ქულა მოუპოვა. ბორდალასის გუნდმა 12 ათასი მაყურებლის წინაშე გიჟურ მატჩში იმარჯვა. მეორე ტაიმში „ხეტაფემ“ მასპინძლები კარს მიაჯაჭვა და საუცხოო მამარდაშვილმა თავისი გუნდი ფინალური შტურმისას გადაარჩინა. შეხვედრა ტრიბუნების ოვაციებით დასრულდა“.