კვარაცხელია 56-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე - "რუბინმა" სახლში აუტსაიდერს ვერ სძლია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე აქამდე უქულოდ მყოფ აუტსაიდერ "კრილია სოვეტოვს" დაუზავდა - 1:1.

"რაკუვთან" კონფერენს ლიგაზე წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია ყველას გასაკვირად სასტარტოში არ დააყენა, 56-ე წუთზე სეად ჰაკშაბანოვიჩის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. 59-ე წუთზე სტუმრები ივან სერგეევმა დააწინაურა, ხოლო 63-ე წუთზე ხვან ინ-ბომმა საპასუხო გოლი გაიტანა.

ხვიჩა უჩვეულოდ პასიური იყო, მხოლოდ ერთი მომენტი შექმნა - 88-ე წუთზე ორ მცველს გასცდა და ბურთი კარისაკენ ძალიან არაზუსტად დაარტყა.

"რუბინი" 10
ქულით მე-2 ადგილზეა და 22 აგვისტოს მოსკოვის ოლქში "ხიმკის" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორც ამ თამაშმა დაგვანახა კვარას ფიზიკაში პრობლემა აქვს, ანუ ჯერ კიდევ უნდა მომაგრება, ამიტომ მისი რუბინში ერთი სეზონით დარჩენა გამართლებულია. საერთოდ კი მწვრთნელებმა უნდა იფიქრონ მისი ცენტრალურ თავდამსხმელად თამაში, დრიბლინგი სწორედ საჯარიმოში იძლევა შედეგს და არა მოედნის ცენტრში, რადგან საჯარიმოში წაქცევა პენალტია, ხოლო მეკარესთან პირისპირ გასვლა გოლი. თქვენ როგორი აზრისა ხართ?
ჟორა გაბრიჭიძე
10:53 16-08-2021
3
უკვე გადაწყდა იუვენტუსში კვარაცხელიას გადასვლა,პერეგავორები ჯუღელთან დასრულებულა,იგრავოი პრაქტიკაც აქვს,მაგრამ რეალი განაწყენებულა.ისე საინტერესოა კრილიას მცველები რატომ არ ატარებდნენ ვერ მოისყიდეს?
roma
00:14 16-08-2021
27
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული