"ხვიჩას დაუსრულებლივ ურტყამენ, დაიქანცა" - სლუცკიმ ახსნა, რატომ არ დააყენა კვარაცხელია სასტარტოში

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე "კრილია სოვეტოვთან" ფრეს დასჯერდა (1:1). ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ პრესკონფერენციაზე ახსნა, რატომ არ დააყენა ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში.

"ძალიან განვიცდიდი ბიჭების მდგომარეობას, რადგან ორი დღის წინ მძიმე მოედანზე 120 წუთი ითამაშეს. როდესაც გოლი გავუშვით, შიში მქონდა, რომ ფეხბურთელები დანებდებოდნენ. ჩვენთვის წარუმატებლად მიმდინარე თამაშის შემოტრიალება და ანგარიშის გათანაბრება შევძელით. მიუხედავად მძიმე გათანგულობისა, მაინც ბოლომდე ვცდილობდით შეტევას და მინი-შანსების გამოყენებას.

რატომ არ დავაყენე ხვიჩა სასტარტოში? იმიტომ, რომ დღეს მოედანზე ძალიან გადაღლილი გავიდა და ჩანდა,
რომ დაქანცული იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ასეთ რეჟიმში თამაში: ყოველ მესამე დღეს, ასეთ მძიმე გაზონზე, როდესაც მას დაუსრულებლივ ურტყამენ, მასზე უზარმაზარი ყურადღებაა მიპყრობილი - ის უბრალოდ ვერ გაუძლებდა დღეს სრულად თამაშს".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რაგბის გარდასახვებს რატო ურტყამდნენ ყველა რუბინიდან ეს ვერ გავიგე.მერე ხვიჩამ როგორც ყველაზე ტექნიკურმა ყველაზე დიდი მანძილით ააცილა.
პრინციპში შარშანდელი რუბინს თუ ხვიჩა-დესპოტი-მაკაროვი აკლია რა გასაკვირია ჩვეულებრივი ხიმკი გამოდის.
ჰაკშაბანოვიჩი და ბაკაევი ვერ ქაჩავენ და მარტო კორეელი ფაფხურობს თავისი წვრილი თვალებით რასაც ხედავს
Levani
18:02 16-08-2021
3
არაა დამაჯერებელი, სასტავში უნდა ყავდეს, "რუბინს" საგრძნობლად შეელახა რუსულ პრესაში იმიჯი, რაც რათქმაუნდა ამ ბიჭხეც აისახა. არ გავს სატრანსფერო გარემოს.
sergo
13:48 16-08-2021
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული