"წიტაიშვილი კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს" - ამბობს "ჩერნომორეცის" მწვრთნელი

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "მარიუპოლთან" "ჩერნომორეცის" რიგებში გიორგი წიტაიშვილის დებიუტი შედგა. ოდესურმა გუნდმა 3:2 გაიმარჯვა, ხოლო ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა იური მოროზმა მიკოლა მიხაილენკოსა და წიტაიშვილის თამაში შეაფასა:

"მიხაილენკო პრემიერლიგასთან შეჩვევას იწყებს, მისი დონე იგრძნობა და ლიდერი ხდება. რაც შეეხება წიტაიშვილს - უფრო მეტს მოველით. მეტი შეუძლია, მაგრამ მისი დრიბლინგები და რეიდები შესანიშნავი იყო. როდესაც ფორმაში ჩადგება, კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს".

შეგახსენებთ, გიორგი "ჩერნომორეცში" კიევის "დინამოდან" იჯარით გადავიდა, სასტარტო სამ ტურში კი მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული