sportbox-თან ვრცელ ინტერვიუში რუსეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, რუსლან ნიგმატულინმა, "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
- ამბობენ, 17 წლის არსენ ზახარიანით "ჩელსი" დაინტერესდა. თქვენ შეგიძლიათ ახალგაზრდა დინამოელი "არისტოკრატების" შემადგენლობაში წარმოიდგინოთ?
- არა, ის ჯერ მზად არაა. ხვიჩა კვარაცხელიაზეც ბევრი საუბარი იყო და ვინ შეიძინა? ხვიჩას თაობაზე მე პირადად დამიკავშირდნენ "ნაპოლიდან". მათ შორის - იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი, მაგრამ "რუბინმა" ძალიან ძვირად შეაფასა - 20 მილიონი ევრო. არ გამოვიდა. ყველაფერი უცბად "ჩაქრა".
- ეს მსოფლიოს ჩემპიონი ვინაა?
- გვარის დასახელებისგან თავს
შევიკავებ. ხვიჩას სერია A-ში კი არა, ბუნდესლიგაში გადასვლას ვურჩევდი. მაგალითად, "დორტმუნდში". ის მას უფრო მოუხდება".