ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში "შტურმმა" სლოვენიაში "მურა" 3:1 დაამარცხა.
დებიუტში მასპინძლები დაწინაურდნენ, შემდეგ კი, თამამად შეიძლება ითქვას, ოთარ კიტეიშვილმა "თამაში გააკეთა": ის მე-18 წუთზე წააქციეს და პენალტით ანგარიში იაკობ იანჩერმა გაათანაბრა, მე-60 წუთზე კი ოთარმა კელვინ იებოას პასით თავურით გრაცული გუნდი წინ გაიყვანა. 63-ე წუთზე "მურას" კარი იებოამ დალაშქრა, მატჩის ბედი გადაწყდა და 76-ე წუთზე ჩვენებური შეცვალეს.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში ავსტრიაში გაიმართება და უნდა ითქვას, "შტურმი" უკვე ცალი ფეხით ტურნირის ჯგუფურ ეტაპზეა.
და გოლი - "შტურმი" ევროპა ლიგასთან ახლოსაა" style="height: 50px; width: 50px;" />კარგ ფორმაში მყოფ კიტეიშვილსა და "შტურმს" ცნობილი არბიტრი განსჯის