არაბულის სახელფასო მოთხოვნილებები აკრძალულიც კი არის - ბერძნული მედია

AutoSharing Option
ბერძნული Lamiaole ბაჩანა არაბულის ირგვლივ არსებულ უცნაურ ვითარებაზე წერს - ფორვარდის საკლუბო მომავალი ისევ გაურკვეველია:

"ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც საბერძნეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და "პანიონისშიც" გამოდიოდა, გასულ სეზონში "ლამიასთვის" მართლაც დიდი ძალა იყო - 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიუხედავად ამისა, იმ სახელფასო მოთხოვნილების დაკმაყოფილება, რაც არაბულს აქვს, კოვიდის შემდეგ არსებულ რთულ პერიოდში არცერთ ბერძნულ კლუბს არ შეუძლია და ეს ერთგვარად აკრძალულიც კი არის.

ამავდროულად, არაბული უკლუბოდაა - არც კონტრაქტის გაგრძელებაზე თანხმდება და არც სხვაგან ემზადება. შესაბა
მისად, მის ფორმაში შესვლას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება."

27 წლის არაბული საბერძნეთამდე უნგრეთის ჩემპიონატში, მანამდე კი ქართულ კლუბებში გამოდიოდა. ბაჩანას საქართველოს ნაკრებში 6 მატჩი აქვს გამართული. რაც შეეხება საბერძნეთის ჩემპიონატს, ის სტარტს 28 აგვისტოს აიღებს, "ლამია" კი "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.

alt"არაბული ძალიან ძვირად ფასობს" - ქართველი ფორვარდი ტრანსფერის მოლოდინში

alt"ისინი წნეხს არ განიცდიან..." - არაბული სანიოლის სიტყვებს ეთანხმება


მკითხველის კომენტარები / 2 /
არაბული არის ე.წ მოგზაური ფეხბურთელი,რაღაც დონეს მიაღწია და მაგ ინერციით მიდის მთელი კარიერა, მთავარია ფინანსური უზრუნველყოფა ჰქონდეს და ჩხერიმელაში ან საქართველოს 5 ლიგაშიც ითამაშებს, ისეთივეა როგორიც ჩვენს ლიგაში მოთამაშე ლეგიონერების უმეტესობა. კარგი აგენტი ჰყავს და მიდის ცოტა ფინანსურად ძლიერ გაჭირვებული დონის გუნდებში
0
მოვიდეს დინამო ბაᲗუმᲨი.
კლუბსაც წაადგება და ᲗვიᲗონაც Შევა ფორმაᲨი.
1 წლიᲗ მაინც მოვიდეს.
ბაᲗუმელი
17:04 20-08-2021
0

სიახლეები პოპულარული