"რუბინმა" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელთა სიიდან გაიყვანა, - ამის შესახებ ყაზანური კლუბი იტყობინება.
"ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო დროებით გაყვანილია რუსეთის ჩემპიონატზე "რუბინის" განაცხადიდან.
მის ნაცვლად განაცხადში მონტასარ ტალბი იქნება შეყვანილი", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
მის ნაცვლად განაცხადში მონტასარ ტალბი იქნება შეყვანილი", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
კლუბი არ აკონკრეტებს თუ როდის და რამდენად სერიოზულად დაშავდა ხვიჩა. შესაძლოა, ეს მის ტრანსფერთანაა დაკავშირებული. ის რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს.
წესების მიხედვით რუსეთის პრემიერლიგაში კლუბს განაცხადში 8 ლეგიონერის ყოლის უფლება აქვს, მისი შეცვლა ყოველ ტურში შეიძლება და ადრე განაცხადიდან ტრავმირებული ჯორჯე
დესპოტოვიჩი გაიყვანეს.
შეგახსენებთ, სანაკრებო მატჩებამდე ორი კვირა რჩება და იმედია, იქამდე კვარაცხელია მწყობრში ჩადგება.