ლიდერი და ორთაბრძოლებში გამორჩეული - ხოჭოლავას ისევ აქებენ

AutoSharing Option
დღეს, 22 აგვისტოს, დანიის სუპერლიგის მე-6 ტურში "კოპენჰაგენი" "სონდერისკეს" უმასპინძლებს. დანიელთა მცველ დავით ხოჭოლავას კლუბის ოფიციალური გვერდი კიდევ ერთხელ აქებს.

"ჩვენმა დაცვის ახალმა წევრმა ხოჭოლავამ თავისი მაღალი კლასი როგორც ორთაბრძოლებში, ასევე გამარჯვების სურვილსა და ლიდერულ თვისებებში გამოავლინა" - წერს "კოპენჰაგენი" და მას ვიდეოსაც ურთავს, სადაც თანაგუნდელები ქართველ მცველზე საუბრობენ.

Sportall.Ge

საკუთარ ჩემპიონატში ხოჭოლავას გუნდი , 5 ტურის შემდეგ, წაუგებლად ასპარეზობს, ქართველის ანგარიშზე კი ერთი გოლია. დანიელებმა კონფერენს ლიგის  პლეი-ოფშიც გააღწიეს, სადაც პირველ მატჩში ბათუმის "დინამოს" მძლეველი "სივასპორი" სტუმრად დაამარცხეს (2:1).

სანაკრებო
პაუზამდე ქართველ მცველს კიდევ 2 შეხვედრის გამართვა მოუწევს. მისი სათამაშო ფორმისა და "ჯვაროანების" დაცვის რგოლში არსებული ვითარების გამო, ხოჭოლავას ვილი სანიოლის სასტარტო 11-ეულში ყოფნა საკმაოდ რეალურია.

"კოპენჰაგენოსა" და "სონდერისკეს" შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

altხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" "სივასპორს" სძლია - კაშიასა და კანკავას "სლოვანი" პირეოსში დამარცხდა

altხოჭოლავას "კოპენჰაგენში" მეორე სუნთქვა გაეხსნა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული