თურქეთის სუპერლიგის მეორე ტურში ლობჟანიძის" "ჰათაისპორი" გასვლაზე "გალათასარაის" ხვდება და უკვე მესამე წუთზე ანგარიში ჩვენებურმა გახსნა. მან მარჯვენა ფლანგიდან კამილ ახმეტის პასი მიიღო, მეურვეები ჩამოიცილა და ბურთს ფერნანდო მუსლერას კარში მიუჩინა ადგილი.
30-ე წუთზე სტამბოლელთა ნახევარმცველმა სოფიან ფეგულიმ საპასუხო გოლი გაიტანა და ანგარიში 1:1 გახდა.
შეგახსენებთ, პირველ ტურში საბა "ქასიმფაშასთან" 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 72-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.