საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა მოსკოვის "ტორპედოს" შემადგენლობაში არ გადავა. რუსულმა კლუბმა ფეხბურთელის დამატებაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ 32 წლის სპორტსმენი დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ამ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა.
"ტორპედო" რუსეთის მეორე ლიგაში 7 ტურის შემდეგ 19 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება გრიგალავას, ქართველი ტულის "არსენალის" ღირსებას 2017-21 წლებში იცავდა, რა დროშიც მონაწილეობა 81 შეხვედრაში მიიღო, თავი კი 3 გოლით გამოიჩინა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით