ოფიციალურად: "ანორთოსისში" კიდევ ერთი ქართველი იასპარეზებს

AutoSharing Option
ნიკა ნინუამ სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "პაოკი" დატოვა და თემურ ქეცბაიას "ანორთოსისს" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. შეგახსენებთ, ამ გუნდში გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა ასპარეზობენ.

ხსენებულ გარიგებაზე საუბარი ზამთარშიც იყო, თუმცა მაშინ შეთანხმება არ შედგა. 22 წლის ნახევარმცველს ბერძნულ კლუბში შანსი საერთოდ არ ეძლეოდა. ნინუამ "პაოკის" მაისურით ბოლოს 14 ივლისს, პსვ-სთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა.

"პაოკიც" და "ანორთოსისიც" კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ.

ნიკა ბერძნული კლუბის რიგებში ერთი გოლისა და ამდენივე საგოლე პასის ავტორია. მანამდე ის თბილისის "დინამოში" გამორჩეული იყო - 4
სეზონის განმავლობაში 13 გოლი გაიტანა.

altარც ნინუა, არც გორდეზიანი - "პაოკი" კონფერენს ლიგაზე იწყებს

altქართველები პირველივე ტურში დაუპირისპირდებიან - ევროტურნირების კალენდარი ცნობილია



მკითხველის კომენტარები / 13 /
ნიკა ნინუა დინამოს კაპიტანი და ლიდერი იყო,მაგრამ როცა ბერძნებთან ხელი მოაწერა,დინამოს უმძიმესი თამაში ჰქონდა და მისი თავი ძალიან სჭირდებოდა,ნინუამ უკანასკნელი თამაში აღარ ჩაატარა დინამოში.არ იყო ეს,გუნდის კაპიტნის საქციელი.ეს ჯერ კიდევ პატარა ბიჭის საქციელი იყო(მაშინ რეალურად,სწორედაც რომ პატარა ბიჭი იყო) და ბერძნებიც სწორედ ისე მოექცნენ,როგორც პატარა ბიჭს ეპყრობიან.შეპირებებით და ფოჩიანი კანფეტებით მოხიბლეს და არავითარი რეალური არ აღირსეს.ახლა მას უკვე აქვს მწარე გამოცდილება და იმედია,კვლავ ჭკუას არ წააგებს.ისედაც ძალიან ბევრი დრო დაკარგა,ყველაზე საუკეთესო დრო,დაოსტატებისათვის და შეცდომის უფლება აღარ აქვს.
სოსო
30 აგვისტო 2021 15:40
2
ეს რომ რუსებს ექნათ,იტყოდნენ მაშინვე (ჩასაფრებულები) რუსეთში ქართველებს არ ახარებენო და ჭაობია რუსეთის პრემიერ ლიგაო. საქმე ისაა, რომ, კარგი და ცუდი ყვლეგანაა როგორც ევროპაში ისე რუსეთში!
გაბო
30 აგვისტო 2021 16:41
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული