ქეცბაია ძველებური სტილის მწვრთნელია, თუმცა... - კვიპროსული მედია "ანორთოსისზე" წერს

AutoSharing Option
კვიპროსული Goal-ი სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვის შემდეგ თემურ ქეცბაიას "ანორთოსისზე" წერს:

"ქართველმა სპეციალისტმა უკვე იცის, თუ უახლოეს სატრანსფერო სეზონამდე როგორი გუნდი ეყოლება. როცა კლუბის ხელმძღვანელობამ მისი მოთხოვნები დააკმაყოფილა, ამას შედეგიც მოჰყვა - კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა.

ვარდასა და ნინუას ტრანსფერების შემდეგ თემური კმაყოფილია, რადგან ნებისმიერ პოზიციაზე 2 მოთამაშე ჰყავს.

"ანორთოსისის" 26 ფეხბურთელიდან 16 ლეგიონერია.

ცნობილია, რომ ქეცბაია ძველებური სტილის მწვრთნელია, რომელიც შეგირდებს კონკრეტულ პოზიციებზე ზღუდავს, თუმცა მას ახლა ისეთი მოთამაშეები ჰყავს, რომელთა გამოყენებაც სხვადასხვაგვარად შეუძლია."

ფამაგუსტის კლუბის ღირსებას გიორგი ლორია,
ნიკა კაჭარავა და უკვე ნიკა ნინუაც იცავენ. "ანორთოსისი" 11 სექტემბერს "დოქსას" ესტუმრება, 5 დღის შემდეგ კი კონფერენს ლიგის ეგიდით სერბულ "პარტიზანს" უმასპინძლებს.

altნინუას გარდა, "ანორთოსისში" "პაოკის" ეგვიპტელი ლეგიონერიც გადავიდა

altქეცბაია "ანორთოსისს" "ნერვების ომისთვის" ამზადებს




მკითხველის კომენტარები / 6 /
ძველებური მწვრთნელი კი არა ტვლიპინა ქურდია, დამიბრუნე ის 14 მილიონი ქურდო თემური რაც ჩემი და ჩემი ხალხის ფული ჭამეთ შენ და შენმა ოჯახმა და ხარჯეთ იახტებში გულიაობაში.
sul2
23:42 02-09-2021
27
შენ ხარ კაცური კაცი თემურ ქეცბაია! როდესაც საქართველოს დასჭირდი ჯარისკაცვით ჩამოხვედი და ბევრი რამ გვერდზე გადადე,როდესაც ამორტიზებულ ფეხბურთელებს დახმარება დასჭირდა,ისევ შენ წაიყვანე და საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინე! ვამაყობ,რომ ჩემი საყვარელი და საამაყო კუთხის, სამეგრელოს დიდი წარმომადგელი ხარ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
23:07 02-09-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული