ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს ყოფილი ნახევარმცველი, 21 წლის კონსტანტინ მარადიშვილი კარიერას იმავე ქალაქში, ოღონდ "ლოკომოტივის" რიგებში განაგრძობს.

ტრანსფერის განხორციელებაზე, მის შესახებ ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი წერდა:

გასაკვირია, თუმცა რალფ რაგნიკმა და მისმა გუნდმა ცსკა-ს ორი არაძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გადმობირებაზე იმუშავეს.

აგვისტოში "ლოკომოტივმა" ნაირ ტიკნიზიანი იყიდა, ახლა კი მარადიშვილი გაიფორმა, რომელმაც ალეკსეი ბერეზუცკის მწვრთნელობისას მიმდინარე სეზონში მხოლოდ 80 წუთი ითამაშა.

"ლოკომოტივმა" კონსტანტინს იმაზე 4-ჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა, რასაც ცსკა-ში იღებდა. მშობლიურ კლუბში მარადიშვილი, დააახლოებით, 1 მილიონ რუბლს იღებდა. ტრანსფერის ფასი კი 5-7 მილიონ ევროში
მერყეობს და ნახავარმცველის თამაშზეა დამოკიდებული.

კლუბის შეცვლაში უდიდესი წვლილი კონსტანტინის მამამ, კობამ მიიღო, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია. ის შვილის კარიერას დიდ ყურადღებას აქცევს, ყველა მატჩს ესწრება და მეტწილად, გადაწყვეტილებებში მთავარ როლს ის არულებს." - დაწერა არუსტამიანმა ტელეგრამის თავის არხზე.

მოგეხსენებათ, სწორედ კონსტანტინ მარადიშვილის მამამ, რომელიც სამშობლოდან რუსეთში საცხოვრებლად კარიერის დასრულების შემდეგ გადავიდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას განუცხადა, რომ მისი შვილი ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების რიგებში თამაშს არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინის ბაბუა დღემდე საქართველოში ცხოვრობს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
Ураа...დაჯილდოვდეს ბიძინა ივანიშვილის სახელობის წითელი ორდენით...რედაქცია რათქმაუნდა დაბლეკე...მამა მარცენაკზე ხუმრობა ხომ არ სეიზლება
მე ქართველი ვარ.
15:40 21-09-2022
2
მე ვთვლი რომ რომ ქართველია ის, ვინც საქართველოსთვის იღწვის და სიკეთეს აკეთებს ქვეყნისთვის. ჩამოთვლას არ ვაპირებ რამდენმა ეთნიკურად ქართველმა ზიანი და სირცხვილი მოუტანა ჩვენ სამშობლოს, როცა იყვნენ არაქართველნი(ეთნიკურად) რომელთა "კეთილი საქმენი" თაობებს გადაეცემა' თუნდაც აბო თბილელი ან არამიანცი, ფარაჯანოვი და არაერთი კიდევ.
ლაშა
11:00 04-09-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული