ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს ყოფილი ნახევარმცველი, 21 წლის კონსტანტინ მარადიშვილი კარიერას იმავე ქალაქში, ოღონდ "ლოკომოტივის" რიგებში განაგრძობს.

ტრანსფერის განხორციელებაზე, მის შესახებ ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი წერდა:

გასაკვირია, თუმცა რალფ რაგნიკმა და მისმა გუნდმა ცსკა-ს ორი არაძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გადმობირებაზე იმუშავეს.

აგვისტოში "ლოკომოტივმა" ნაირ ტიკნიზიანი იყიდა, ახლა კი მარადიშვილი გაიფორმა, რომელმაც ალეკსეი ბერეზუცკის მწვრთნელობისას მიმდინარე სეზონში მხოლოდ 80 წუთი ითამაშა.

"ლოკომოტივმა" კონსტანტინს იმაზე 4-ჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა, რასაც ცსკა-ში იღებდა. მშობლიურ კლუბში მარადიშვილი, დააახლოებით, 1 მილიონ რუბლს იღებდა. ტრანსფერის ფასი კი 5-7 მილიონ ევროში
მერყეობს და ნახავარმცველის თამაშზეა დამოკიდებული.

კლუბის შეცვლაში უდიდესი წვლილი კონსტანტინის მამამ, კობამ მიიღო, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია. ის შვილის კარიერას დიდ ყურადღებას აქცევს, ყველა მატჩს ესწრება და მეტწილად, გადაწყვეტილებებში მთავარ როლს ის არულებს." - დაწერა არუსტამიანმა ტელეგრამის თავის არხზე.

მოგეხსენებათ, სწორედ კონსტანტინ მარადიშვილის მამამ, რომელიც სამშობლოდან რუსეთში საცხოვრებლად კარიერის დასრულების შემდეგ გადავიდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას განუცხადა, რომ მისი შვილი ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების რიგებში თამაშს არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინის ბაბუა დღემდე საქართველოში ცხოვრობს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
Ураа...დაჯილდოვდეს ბიძინა ივანიშვილის სახელობის წითელი ორდენით...რედაქცია რათქმაუნდა დაბლეკე...მამა მარცენაკზე ხუმრობა ხომ არ სეიზლება
მე ქართველი ვარ.
21 სექტემბერი 2022 15:40
2
მე ვთვლი რომ რომ ქართველია ის, ვინც საქართველოსთვის იღწვის და სიკეთეს აკეთებს ქვეყნისთვის. ჩამოთვლას არ ვაპირებ რამდენმა ეთნიკურად ქართველმა ზიანი და სირცხვილი მოუტანა ჩვენ სამშობლოს, როცა იყვნენ არაქართველნი(ეთნიკურად) რომელთა "კეთილი საქმენი" თაობებს გადაეცემა' თუნდაც აბო თბილელი ან არამიანცი, ფარაჯანოვი და არაერთი კიდევ.
ლაშა
04 სექტემბერი 2021 11:00
0
არ მიკვირს გადაგვარებული ქართველია რუსეთში გადასახლებულებს ხშირად ეცვლებათ სამშობლოზე წარმოდგენა რუსული პროპაგანდა კარგად მუშაობს უბრალოდ ბაბუა მეცოდება საწყალმა რა უნდა იფიქროს
Night
04 სექტემბერი 2021 08:23
1
რა ქართველი ტიპი რუსია ჩვეულებრივი
გენა
04 სექტემბერი 2021 08:12
0
როგორი საწყენია - როცა ქართველი (წარმოშვებით) უარს ამბობს ჩვენს ლამაზ სამშობლოზე … თან რუსეთის გამო
ხომ ერა
04 სექტემბერი 2021 00:30
0
ქართველი, აფრიკაშიც ქართველია! ყველა ერშია კარგი და ცუდი! და რახან არ ფიქრობს და არ იქცევა ისე, როგორც ჩვენ, არ ნიშნავს, რომ ქართველი არაა!
მასე არც შადიმანი ყოფილა ქართველი.
ჟორჟიც ქართველია (ვენაცვალე) და კოსტიაც!
წიტაიშვილი (ჯიგრით ითამაშა, მადლობა), ეხლა ქართველია,თუ უკრაინელი? (მაგ ლოგიკით, რთული კითხვა უნდა იყვეს). )))
100%
03 სექტემბერი 2021 20:59
5
ქართული გვარის მქონე, თორე ამ ადამიანმა გარკვევით თქვა და აირჩია რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთის ნაკრები. ასე, რომ გთხოვთ ნუ გვტენით ამ ინფორმაციას, სადაც უნდა იქ გადასულა და როგროც უნდა უთამაშია, ჩვენ ეს არაფერს გვაძლევს.
QT
03 სექტემბერი 2021 20:27
1
კოსტიას მამამ (აგენტი) ამ ტრანსფერში 700 ათასი ევრო მიიღო საკომისიოდ.
სერგო
03 სექტემბერი 2021 19:01
0
არ იქნებოდა ურიგო ამის გაღიზიანება-ცეესკაში დაგიკიდეს და ვიღაც ს-ები გამჯობინესთქო.ჩვენ გამოვიყენებდით,მაგრამ თუ არ უნდა ხო არ დავაძალებთ..ეს კი არა ვინც შუაზე იხევა ბუიშვილი ვიყო მაგრა მიყვარს საქართველოო ისინი არ დარბიან.
ისე რუსეთის ნაკრები არაა სამართლიანი ხალხის ხელში(რა გასაკვირია) ვალენსიას ძირითადის ჩერიშევს არ ათამაშებენ ძირითადში და არც რუბინის ბიჭებს-როცა სამოშნიკოვი ყავთ ძირითადში 39 წლის ჟირკოვს აყენებენ. ზენიტის და მოსკოვური კლუბების გარდა ყველას აიგნორებენ
Levani
03 სექტემბერი 2021 17:09
1
ჩემი შვილები საფრანგეთში დაიბადნენ და საფრანგეთის მოქალაქეები არიან ესეგი ქართველებად აღარ ქვთვლით ძმებო?
თორნიკე
03 სექტემბერი 2021 17:07
3
ფრანგები არიან, ეთნიკურად ქართული წარმომავლობის.
პროფესტო
03 სექტემბერი 2021 19:15
5
ჟორჟიც ეგრეა. საქმეს რო დაჭირდა აირჩია საქართველო და არის ქართველი. თუ შენი შვილები საფრანგეთ აირჩევენ იქნებიან ფრანგები, მარტივია ძალიან.
მარადაშვილი არის რუსი, აზაროვი არის ქართველი.
ჯიქია არია რუსი, ნავალოვსკი არის ქართველი.
წერტილი.
gatuzo
03 სექტემბერი 2021 19:13
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული