თავდაპირველად, მასალაში საუბარია იმაზე, რომ მამარდაშვილი, რომელსაც შანსი მშობლიურმა თბილისის "დინამომ" არ მისცა და "ვალენსიაშიც", როგორც სათადარიგო მეკარე, ისე ჩავიდა, გუნდის ძირითად კიპერად იქცა.
ამის შემდეგ Eurosport-ი გიორგის მომავალზე საუბრობს:
"ის ე.წ. დიდი ზომის კიპერია (199 სმ), რომელიც ფეხით კარგად თამაშობს, რაც დღეს ევროპაში ძალიან ფასობს. ვალენსიურ კლუბს შეუძლია 800 ათასი ევრო იანვრამდე გადაიხადოს და მამარდაშვილი შეისყიდოს. მეკარე მიმზიდველი ევროპის დიდი კლუბებისთვის გახდა. ამიტომ "ღამურები" მის გამოსასყიდ თანხას 15 მილიონს გახდის."
Valenciaplaza
"ამ ბიჭებმა გუნდი ნეგატიური დონიდან გამოიყვანეს" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, გიორგის სეივი ლა ლიგაში თვის საუკეთესოდ დაასახელეს.
უდიდესი წარმატება! ლა ლიგამ მამარდაშვილის სეივი თვის საუკეთესოდ დაასახელა! [VIDEO]